რა არის ქოლგა

თუ თქვენ გაქვთ კაფე, ბარი, რესტორანი, სასტუმრო ან სხვა ობიეტქი, სადაც თქვენი სტუმრები აქტიურად სარგებლობენ WiFi-ით. გსურთ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს თქვენ შესახებ. მაშინ თქვენ გესაჭიროებათ *ქოლგა, WiFi-ში განთავსებული სარეკლამო სივრცე და ამავდროულად თქვენი WiFi-ის დაცვის სისტემა!

როგორ მუშაობს ქოლგა?

  • თქვენს ობიექტს ემატება იმავე სახელწოდების WiFi;
  • სახელწოდება აღნიშნულია სიმბოლო ფიფქით (*);
  • ინტერნეტთან დაკავშირების შემდეგ იხსნება რეგისტრაციის გვერდი;
  • უთითებთ მობილურის ნომერს და ელოდებით SMS კოდს;
  • მიღებული SMS კოდი შეგყავთ შესაბამის ველში;
  • ამის შემდეგ იხსნება თქვენი სარეკლამო გვერდი.

მომხმარებელი * ქოლგის სისტემაში მხოლოდ ერთხელ რეგისტრირდება.